29 ნოემბერი 2024,   17:38
ვრცლად
ბულგარეთში საქართველოს ელჩმა თანამდებობა დატოვა

ბულგარეთში საქართველოს ელჩმა თანამდებობა დატოვა.

ოთარ ბერძენიშვილმა გადაწყვეტილების შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა.

“ამ საჯარო განცხადებით, მე ვაცხადებ რომ, ოფიციალურად წარვადგინე განცხადება ბულგარეთში საქართველოს ელჩობის თანამდებობიდან ჩემი გადადგომის შესახებ. ჩემი ხანგრძლივი დიპლომატიური საქმიანობის განმავლობაში, კოლეგებთან ერთად აქტიურად ვიყავი ჩართული საქართველოს ევროატლანტიკური და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის წინსვლაში და ჩვენს მოკავშირეებთან, განსაკუთრებით ამერიკის შეერთებულ შტატებთან მყარი და სანდო სტრატეგიული პარტნიორობის დამყარებაში. ჩვენი დაუღალავი ძალისხმევა არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაირღვეს ან კომპრომეტირებული იყოს. არა მშვიდობიანი მომიტინგეების თავისუფალი ნების წინააღმდეგ ძალადობას, სრული სოლიდარობა მათ“,- წერს ოთარ ბერძენიშვილი სოციალურ ქსელში.

დღის ამბები