საქართველოს პრემიერ-მინისტრმა 2028 წლამდე, ევროკავშირთან მოლაპარაკებების საკითხის არგახსნასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა და აღნიშნა, რომ მოლაპარაკებების გახსნა არის ფორმალური გადაწყვეტილება, რომელიც არ აჩქარებს ქვეყნის გაწევრიანებას ევროკავშირში.
კობახიძის განმარტებით, საქართველო 2028 წლისთვის ასოცირების დღის წესრიგითა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების 90%-ზე მეტს შეასრულებს და 2030 წლისთვის, საქართველო ყველა კანდიდატ ქვეყანაზე მეტად იქნება მზად ევროკავშირში გასაწევრიანებლად.
"გუშინ, მმართველი პარტიის სახელით, გაიმართა ბრიფინგი, სადაც კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ჩვენი ერთგულება ტრადიციული ევროპული ფასეულობებისა და საქართველოს ევროპული კურსის მიმართ. ასევე, კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ჩვენი ჩვენი მაობა 2028 წლისთვის შევასრულოთ ასოცირების დღის წესრიგითა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების 90%-ზე მეტი. სწორედ აღნიშნული ვალდებულებების შესრულება არის გზა ევროკავშირში საქართველოს სრული ინტეგრაციისთვის. გუშინ კიდევ ერთხელ დავუდასტურეთ საზოგადოებას, რომ 2030 წლისთვის საქართველო იქნება ყველა კანდიდატ ქვეყანაზე მეტად მზად ევროკავშირში გასაწევრიანებლად. ამავდროულად, ჩვენ გავახმოვანეთ ჩვენი გადაწყვეტილება 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ მოლაპარაკებების გახსნის საკითხი, ასევე 2028 წლის ბოლომდე უარი ვთქვით ყველანაირ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან. კიდევ ერთხელ მინდა განვმარტო, რომ მოლაპარაკებების გახსნა არის ფორმალური გადაწყვეტილება, რომელიც არ აჩქარებს ქვეყნის გაწევრიანებას ევროკავშირში", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.