29 ნოემბერი 2024,   15:54
ვრცლად
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებამ, საქართველოს მიმართ ევროკავშირის ინტერესი კიდევ უფრო გააძლიერა. ეს არაა უარი ევროკავშირზე, პირიქით - სუვერენული და პრაგმატული სვლაა მოცემულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში! - ცოტნე ანანიძე

"ქართული ოცნებიდან" აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი ცოტნე ანანიძე ეხმიანება პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, საქართველოს 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკების პროცესის შეჩერების თაობაზე.

მისი თქმით, პრემიერ-მინისტრის ამ განცხადებამ საქართველოს მიმართ ევროკავშირის ინტერესი კიდევ უფრო გააძლიერა. მანვე აღნიშნა, რომ ეს არაა უარი ევროკავშირზე, პირიქით - სუვერენული და პრაგმატული სვლაა მოცემულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში.

"პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებამ, საქართველოს მიმართ ევროკავშირის ინტერესი კიდევ უფრო გააძლიერა.

ეს არაა უარი ევროკავშირზე, პირიქით - სუვერენული და პრაგმატული სვლაა მოცემულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში!

2030-ში შევხვდებით ევროკავშირის ქობულეთში.

#მშვიდობასაქართველოს

#მშვიდობაუკრაინას", - წერს ცოტნე ანანიძე.

დღის ამბები