29 ნოემბერი 2024,   14:27
ვრცლად
"საქართველო სუვერენული სახელმწიფოა და მან უნდა გადაწყვიტოს, უნდა წავიდეს ევროკავშირში თუ სადმე სხვაგან" - პაველ ჰერჩინსკი

ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი გამოეხმაურა საქართველოს მმართველი გუნდის გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ 2028 წლამდე არ დადგეს ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხი.

ჰერჩინსკი აცხადებს, რომ ეს გადაწყვეტილება დასანანია, თუმცა იქვე აღნიშნავს, რომ ევროკავშირის წევრობა ნებაყოფლობითია და ქვეყნის ინტერესებზეა დამოკიდებული.

“ვფიქრობ, ყველა ჩვენგანმა აბსოლუტურად განსხვავებულ რეალობაში გაიღვიძა. კობახიძის განცხადება ცნობად მივიღეთ, რომ საქართველო არაა დაინტერესებული მიყვეს ევროინტეგრაციას მომდევნო 4 წლის განმავლობაში. ეს ძალიან დასანანია, ჩემი პერსონალური აზრით. ეს ძალიან გულსატკენია. ჩვენ გავუღეთ ქვეყანას კარი და მივანიჭეთ საქართველოს კანდიდატის სტატუსი. გვსურს საქართველომ წარმატებას მიაღწიოს და დაწინაურდეს მოლაპარაკებების პროცესში. წევრობა ნებაყოფლობითია - ქვეყნის ინტერესზეა დამოკიდებული.

ჩვენი მხრიდან, მზად ვართ და ვართ ღია, მივეცით საქართველოს კანდიდატის სტატუსიც, გვსურს საქართველომ წარმატებას მიაღწიოს და დაწინაურდეს მოლაპარაკებების პროცესში. ტრიოს სხვა ქვეყნები - უკრაინა და მოლდოვა უკვე მოლაპარაკებებში არიან ჩართული, გუშინ კი გავიგეთ, რომ საქართველომ 4 წლით გააჩერა მისი ინტერესი, ევროინტეგრაციისას - ეს ძალიან სერიოზული სიტუაციაა და ეს მიდის ქართველი ხალხის უმრავლესობის წინააღმდეგ. საქართველო სუვერენული სახელმწიფოა და მან უნდა გადაწყვიტოს, უნდა წავიდეს ევროკავშირში თუ სადმე სხვაგან,“ - აცხადებს პაველ ჰერჩინსკი.

დღის ამბები