სამხრეთ კორეაში ბოლო 100 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი თოვლი მოვიდა. სტიქიის შედეგადა გამოწვეულ ავარიას სულ მცირე ერთი ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას nordictimes-ი ავრცელებს.
სეულში, თოვლის სიმაღლე 16,5 სმ იყო. წინა რეკორდი 12,4 სმ შეადგენდა, რომელიც 1972 წლის 28 ნოემბერს დაფიქსირდა.
თოვლმა ასევე მოიცვა ქვეყნის ცენტრალური, აღმოსავლეთი და სამხრეთი რაიონები, იქ თოვლის სიმაღლე 10-დან 23 სანტიმეტრამდე მერყეობს.
დიდთოვლობის გამო, დაახლოებით 220 ფრენა და 90 საბორნე რეისი გაუქმდა. ასევე, ქვეყნის ტურისტული ზონების დიდი ნაწილი დაიხურა. გზებზე გახშირდა ავტოსაგზაო შემთხვევები.