29 ნოემბერი 2024,   14:23
ვრცლად
თბილისში მიმდინარე პროტესტს საერთაშორისო მედია ეხმაურება

თბილისში მიმდინარე პროტესტს ეხმაურება საერთაშორისო მედია.

"თბილისის ქუჩებში პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკება მას შემდეგ მოხდა, რაც მმართველმა პარტიამ 2028 წლამდე ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების შეჩერების შესახებ გამოაცხადა", - წერს "სიენენი".

გამოცემა "პოლიტიკო" სტატიას აქვეყნებს, რომელშიც ნათქვამია, რომ საქართველომ ევროკავშირის გრანტებზე უარი თქვა, ევროპარლამენტის რეზოლუციის საპასუხოდ, სადაც საქართველოში ჩატარებული არჩევნებია გაკრიტიკებული და შეფასებული, როგორც არათავისუფალი და არასამართლიანი.

"ევრონიუსი" სტატიაში კობახიძის განცხადებას ციტირებს, რომ საქართველო ევროკავშირის ურთიერთობები ორმხრივია და მხოლოდ ამგვარი შეიძლება იყოს. "ევრონიუსი" აღნიშნავს, რომ ათასობით ქართველი მსვლელობაზე გამოვიდა.

სტატიას აქვეყნებს "გარდიანიც". საუბარია არჩევნებზეც, რომელზეც, როგორც "გარდიანი" წერს, ოპოზიცია და საერთაშორისო დამკვირვებლები აცხადებენ, რომ არსებითი დარღვევები დაფიქსირდა.

 

დღის ამბები