23 ნოემბერი 2024,   17:14
ვრცლად
56 წლის ქართველ ქალს გერმანიაში ქართველების არალეგალურად შეყვანისთვის პატიმრობა მიესაჯა

56 წლის ქართველმა ქალმა, რომელიც გერმანიაში ტურისტული სააგენტოს მფლობელი იყო, ნიურნბერგის სასამართლოში აღიარა, რომ თავისი ბიზნესსაქმიანობა გერმანიაში ქართველების არალეგალური გზით შეყვანისთვის გამოიყენა. სასამართლომ მას 3 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ქალმა შექმნა "სრული პაკეტის" ტიპის სერვისი, რომელიც მოიცავდა ყალბი დოკუმენტების დამზადებას, ფრენების ორგანიზებას და სამუშაო ადგილების მოძიებას. თითოეული ადამიანისთვის ამ "სერვისის" საფასური 150-200 ევროს შეადგენდა.

საქმეში ფიგურირებს კიდევ ერთი ქალი - ნიურნბერგის ერთ-ერთი რესტორნის მფლობელი, რომელმაც არალეგალების დასაქმებაში მიიღო მონაწილეობა. მას 15 600 ევროს ოდენობის ჯარიმა დაეკისრა.

დღის ამბები