23 ნოემბერი 2024,   15:43
ვრცლად
ნინო წილოსანი ოპოზიციაზე: ეს ადამიანები არიან ძალაუფლებას დახარბებული პოლიტიკური ჯგუფები, რომლებსაც საერთოდ არ აინტერესებთ რას დაჰპირდნენ საკუთარ ამომრჩევლებს

"ქართული ოცნების" წევრი, ნინო წილოსანი მიიჩნევს, რომ ოპოზიცია საკუთარი ამომრჩევლისთვის მიცემულ პირობას არ შეასრულებს და პარლამენტში შევა. მისივე თქმით, ეს კიდევ ერთხელ დაადასტურებს, რომ ისინი "გარედან მოცემულ ბრძანებებს" ემორჩილებიან.

"წარმომიდგენია, რამდენად ურთულეს მდგომარეობაში არიან, განსაკუთრებით, გახარია და "ლელო". მათი მხრიდან, ახლა გადაწყვეტილება, შემოვლენ თუ არა პარლამენტში, კიდევ ერთხელ დაადასტურებს იმას, რომ ერთი - არიან უპრინციპოები, მეორე - გააკეთებენ იმას, რასაც გარედან უბრძანებენ თავიანთი პატრონები თუ პარტნიორები.

რა თქმა უნდა, ეს ადამიანები არიან ძალაუფლებას დახარბებული პოლიტიკური ჯგუფები, რომლებსაც საერთოდ არ აინტერესებთ რას დაჰპირდნენ საკუთარ ამომრჩევლებს, რით კვებავდნენ ამდენ ხანს, როგორ ატყუებდნენ, მათ შორის, სიების ჩახსნით, მანდატებზე უარის თქმით და ა.შ. ძალიან საინტერესო პროცესები გველოდება 25 ნოემბრიდან, ახალი პარლამენტის უფლებამოსილების ძალაში შესვლის შემდგომ,"- განაცხადა ნინო წილოსანმა.

დღის ამბები