23 ნოემბერი 2024,   13:27
ვრცლად
აქციის რამდენიმე მონაწილემ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა - სამართალდამცველებმა ისინი დააკავეს

მას შემდეგ, რაც სამართალდამცავებმა რამდენიმე მოქალაქე დააკავეს, აქციის მონაწილეები ისევ მელიქიშვილის გამზირზე რჩებიან. დაძაბულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც პოლიტიკოსებთან შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები მივიდნენ და უთხრეს, რომ დაეტოვებინათ მელიქიშვილის გამზირი, თუმცა, პოლიტიკოსები არ დაეთანხმნენ შს სამინისტროს წარმომადგენლების ამ მოთხოვნას, რის შემდგომაც ფიზიკური შეხლა-შემოხლა დაიწყო.

აქციის რამდენიმე მონაწილემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის წარმომადგენელს, ამის შემდეგ კი ეს პირები დააკავეს.

 

დღის ამბები