23 ნოემბერი 2024,   12:02
ვრცლად
"ზურაბიშვილი თუ აქციას მხარს უჭერს, მაშინ ნება იბოძოს, აქციაზე მივიდეს და განცხადებებიც კარვიდან გააკეთოს" - გურამ მაჭარაშვილი

"ხალხის ძალის" წევრის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, პრეზიდენტი თუ აქციას მხარს უჭერს, მაშინ ნება იბოძოს და აქციაზე მივიდეს და განცხადებებიც კარვიდან გააკეთოს.

მაჭარაშვილის განმარტებით, სალომე ზურაბიშვილის განცხადებების სერიოზულად შეფასება აღარ შეიძლება, რადგან ის აგონიაშია და პარლამენტის პირველი სხდომის ჩატარებას ვერანაირად ვერ შეაჩერებს.

"დავიჯერებ ერთ შემთხვევაში, თუ ის ამ განცხადებას გააკეთებს კარვიდან. ამ აქციას მხარს თუ უჭერს, ნება იბოძოს და მიბრძანდეს იქ. ზურაბიშვილის გამოსვლების სერიოზული შეფასება უკვე არ შეიძლება, რადგან ჩვენ ვხედავთ, რომ უკვე აგონიაშია. რამდენიმე დღეს, მას უკვე პოლიტიკურ წასულებში მოვიხსენიებთ. აქედან გამომდინარე, მის ამ ნაბოდვარს სერიოზულად ვერ დააკომენტარებ. ის, რომ უცხოელებს უნდა საქართველო ჩააბაროს ეს ვიცით. ბოლო დღეებში გამოდის და პირდაპირ ამბობს ყველაფერი უცხოეთს გადავცეთო და ეს კიდევ ერთხელ ნიშნავს იმას, რომ თავიდან ბოლომდე აგენტურულ ქსელშია. ხელმოწერა აქვს გაკეთებული და ერთ-ერთ მთავარ აგენტს წარმოადგენს. ზურაბიშვილის სიზმრები, მოგონებები და სურვილები, რომ სადღაც რაღაც სარჩელს შეიტანს რაც რაღაცას შეაჩერებს - ეს არის ზღაპარი. ვერაფერი ვერ შეაჩერებს პარლამენტის პირველი სხდომის ჩატარებას", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

დღის ამბები