23 ნოემბერი 2024,   13:32
ვრცლად
გიორგი გველესიანი - ვემზადებით სრულფასოვნად, ვგეგმავთ, რა თქმა უნდა, გამარჯვებებს

საქართველოს ეროვნული ნაკრები წლის დასკვნითი მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს. საგურამოში გამართული რამდენიმე დღიანი შეკრების შემდეგ, გუნდი ბათუმში გაემგზავრა. წლის დასკვნით საშინაო მატჩს ნაკრები 16 ნოემბერს, უკრაინის წინააღმდეგ ბათუმი არენაზე გამართავს. დისკვალიფიკაციის გამო, უკრაინასთან საშინაო შეხვედრას ლაშა დვალი გამოტოვებს. ფეხბურთელი ნაკრებთან ერთად იმყოფება და ჩეხეთთან მატჩისთვის ემზადება. 19 ნოემბერს კი, ჩვენი გუნდი ოლომოუცში ჩეხეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.

"ვემზადებით სრულფასოვნად, წინა შეკრებაზე ძალიან დასანანი ორი მარცხი ვიწვნიეთ და სიტუაცია აუცილებლად უნდა გამოვასწოროთ. ვგეგმავთ, რა თქმა უნდა, გამარჯვებებს. ბათუმში, ამ ახალ სტადიონზე არასოდეს გვითამაშია, რა თქმა უნდა, იქაც განსაკუთრებული გულშემატკივარი გვყავს და დარწმუნებული ვარ, შესაბამისი ატმოსფერო დაგვხვდება, ჩვენც არ დავაკლებთ, იმედია ავიღებთ 3 ქულას,"- აცხადებს საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი გიორგი გველესიანი.

 

დღის ამბები