23 ნოემბერი 2024,   19:10
ვრცლად
"დღეს, ჩვენ კიდევ ერთხელ გავაგონეთ მთელ მსოფლიოს, რომ საქართველოს ადგილი ნამდვილად ევროპაშია" - თინა ბოკუჩავა

რუსთაველის გამზირი ოპოზიციამ, მომხრეებთან ერთად, დღესაც გადაკეტა. მოთხოვნა ისევ ხელახალი არჩევნების ჩატარება და ჩატარებული არჩევნების საერთაშორისო გამოძიებაა.

აქცია რუსთველზე 19:00 საათზე დაიწყო, ნახევარი საათის წინ კი მომიტინგეებს 8 ქვეყნის პარლამენტის საგარეო კომიტეტების თავმჯდომარეები შეუერთდნენ.

აქციაზე სიტყვით ოპოზიციონერი ლიდერები გამოვიდნენ.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა: "დღეს, ჩვენ კიდევ ერთხელ გავაგონეთ მთელ მსოფლიოს, რომ საქართველოს ადგილი ნამდვილად ევროპაშია. თქვენ დღეს, თქვენი აქ ყოფნით, კიდევ ერთხელ დაადასტურეთ, რომ ჩვენ არ დავთმობთ ჩვენს ევროპულ მომავალს და, ჩვენი ერთიანობით, აუცილებლად დავიბრუნებთ ევროპულ მომავალს და მივიღებთ ახალ არჩევნებს".

"კოალიცია ცვლილებებისთვის" წევრი, გიგა ლემონჯავა: "ამ ბრძოლაში ჩვენ გავიმარჯვებთ! გავიმარჯვებთ ერთიანობით, პრინციპულობით, მწვავე და მასშტაბური პროტესტით ქვეყნის შიგნით და ჩვენი მეგობრების მხარდაჭერით საზღვარგარეთიდან. მინდა, ყველა ვიყოთ დარწმუნებული, რომ ჩვენ ვართ გამარჯვებულები და ჩვენ გავაფორმებთ ამ გამარჯვებას".

დღის ამბები