23 ნოემბერი 2024,   20:01
ვრცლად
"ოპოზიციას ყოველდღე ახალ-ახალი ულტიმატუმები აქვს, გაგვიჭირდება, გავყვეთ ამ დინამიკაში, ვისურვებდით, ყველამ იაზროვნოს რაციონალურად" - ილია დარჩიაშვილი

ვისურვებდით, რომ ყველამ იაზროვნოს რაციონალურად; დარწმუნებული ვარ, რომ პოლიტიკოსებიც, რომლებიც დღეს ხელოვნურად შექმნილ კონიუნქტურაში სხვადასხვა ტიპის მოთხოვნებს თუ გაუგებარ პრეტენზიებს უყენებენ ჩვენს ქვეყანას, ადრე თუ გვიან მიხვდებიან და დასხდებიან დიალოგის მაგიდასთან, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.

ილია დარჩიაშვილის თქმით, ევროკავშირში ინტეგრაცია მთავრობის მთავარი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტია და ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ საქართველო გახდეს ევროპული ოჯახის ღირსეული და ღირებული წევრი.

"ოპოზიციას ყოველდღე ახალ-ახალი ულტიმაატუმები აქვს, ჩვენ გაგვიჭირდება გავყვეთ მათ ამ დინამიკაში. ვისურვებდით, რომ ყველამ იაზროვნოს რაციონალურად. სახელმწიფოებრივი აზროვნება, ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე ქმედებები აუცილებელია ჩვენი ქვეყნისთვის და მე დარწმუნებული ვარ, რომ პოლიტიკოსებიც, რომლებიც დღეს ამ ხელოვნურად შექმნილ კონიუნქტურაში სხვადასხვა ტიპის მოთხოვნებს თუ გაუგებარ პრეტენზიებს უყენებენ ჩვენს ქვეყანას, ხელისუფლებას, ადრე თუ გვიან მიხვდებიან და დასხდებიან დიალოგის მაგიდასთან, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ ქვეყნისთვის სასარგებლო პოლიტიკა განვახორციელოთ, რაც ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი. „კანონებთან დაკავშირებით ჩვენ ძალიან ბევრი განცხადება გვაქვს გაკეთებული. ჩვენ ვსაუბრობთ კონკრეტულ საჭიროებებზე, რატომ გახდა ამ კანონების მიღება საჭირო, კონკრეტულ არგუმენტებზე და მოცემულობაზე. ჩვენი პოზიციები ნათელია ჩვენი პარტნიორებისთვის. ჩვენ კიდევ ერთხელ გამოვხატავთ მზაობას, ყველა დონეზე, თუკი იქნება კონკრეტული რაციონალური პოზიცია ჩვენი პარტნიორების მხრიდან, რომლებიც მზად არიან შემოვიდნენ ამ კანონების გარშემო გამართულ დისკუსიებში. ჩვენ კიდევ ერთხელ გამოვხატავთ მზაობას, რამდენი თვეა მუდმივად, ვსაუბრობთ ჩვენს ღიაობაზე, თუმცა არც ერთი კონკრეტული არგუმენტი, შემოთავაზება მათი მხრიდან არ ყოფილა. მე დარწმუნებული ვარ, თუკი მათ რეალურად აინტერესებთ ამ კანონების გარშემო არსებულ დისკუსიებში ჩართვა, უნდა მოიტანონ კონკრეტული არგუმენტები, ხედვა და არა ზედაპირული და ჰიპოთეტური შეფასებები.რაც შეეხება საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას, ჩვენი ხელისუფლების პირობებში გაკეთდა ძალიან ბევრი და გაკეთდება მომავალშიც, რადგან ეს არის ჩვენი მთავარი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ საქართველო გახდეს ევროპული ოჯახის ღირსეული და ღირებული წევრი", - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

დღის ამბები