23 ნოემბერი 2024,   19:21
ვრცლად
ოფიციალურმა მოსკოვმა პუტინისა და ტრამპის სატელეფონო საუბარი უარყო - პესკოვის განცხადებით, ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება

ოფიციალურმა მოსკოვმა უარყო The Washington Pos-ის ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პუტინსა და ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

როგორც "რია ნოვოსტი" კრემლის წარმომადგენელ დიმიტრი პესკოვზე დაყრდნობით წერს, ეს საუბარი არ შემდგარა და ამ ეტაპზე, არც დაგეგმილი არ არის.

"ეს არის მაგალითი ინფორმაციის ხარისხისა, რომელსაც პატივსაცემი გამოცემები აქვეყნებენ. ეს სიმართლეს არ შეესაბამება, ეს არის მოგონილი, ცრუ ინფორმაცია", - აცხადებს პესკოვი.

 

დღის ამბები