23 ნოემბერი 2024,   11:55
ვრცლად
ახლო აღმოსავლეთში ვითარება ისევ დაძაბულია

ვითარება ახლო აღმოსავლეთში ისევ დაძაბულია - ღაზაზე, ისრაელის არმიის იერიშს, სულ მცირე 32 ადამიანი ემსხვერპლა. დაკარგულების ძებნა ამ დრომდე მიმდინარეობს.

ისრაელი ლიბანის ტერიტორიას ისევ ბომბავს. "ცაჰალის" სამიზნე ამჯერად ქალაქი ტვიროსი გახდა. საჰაერო დარტყმას, მინიმუმ, 7 ადამიანი ემსხვერპლა, 50-მდე პირი კი დაშავებულია. ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაღუპულთა შორის ორი ბავშვია.

ამის პარალელურად, კატარმა ისრაელსა და "ჰამასს" შორის ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ მოლაპარაკებებში შუამავლის როლი შეაჩერა. ქვეყნის საგარეო უწყებაში განაცხადეს, რომ მუშაობას მას შემდეგ განაახლებენ, რაც "ჰამასი" და ისრაელი მოლაპარაკებისთვის მზად იქნებიან.

დღის ამბები