23 ნოემბერი 2024,   20:33
ვრცლად
"ეს ალბათ ყველაზე მძიმე და სასტიკი წელი იყო ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ მე ვამაყობ ჩემი ცოლით" - უელსის პრინცი უილიამი

უელსის პრინცმა უილიამმა გასულ წელზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის მის ცხოვრებაში ყველაზე სასტიკი და მძიმე წელი იყო, რადგან მისი მეუღლე და მამა სიმსივნეს ებრძოდნენ. ინფორმაციას dailymail-ი ავრცელებს.

ვიდეო ინტერვიუში, რომელიც კეიპტაუნში, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, Earthshot Awards-ის ერთკვირიანი ვიზიტის დასრულებას მიეძღვნა, უილიამს მისი ბოლო 1 წლის შესახებ ჰკითხეს. ”მართალი გითხრათ, ის საშინელი იყო”, - თქვა მან.

"ეს ალბათ ყველაზე მძიმე წელი იყო ჩემს ცხოვრებაში. ყველაფრის გადალახვისა და ყველაფრის წესრიგში შენარჩუნების მცდელობა მართლაც რთული იყო. მე ძალიან ვამაყობ ჩემი ცოლით, მე ვამაყობ მამაჩემით, რადგან ისინი ამ ყველაფერს უმკლავდებოდნენ. მაგრამ პირადი თვალსაზრისით, ეს იყო სასტიკი წელი”. - განაცხადა უილიამმა.

ბუკინგემის სასახლემ თებერვალში გამოაცხადა, რომ უილიამის მამას, მეფე ჩარლზს სიმსივნე ჰქონდა. მარტში უილიამსის მეუღლემ, უელსის პრინცესამ, საკუთარი დიაგნოზიც გაასაჯაროვა.

დღის ამბები