23 ნოემბერი 2024,   20:37
ვრცლად
"7-8 ნოემბრის მოვლენები არის ერთ-ერთი შავი ლაქა ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში და ეს დღეები ცხადყოფს იმ დანაშაულებრივ ბუნებას, რომლითაც გამოირჩეოდა მაშინდელი რეჟიმი" - ირაკლი კობახიძე

7-8 ნოემბრის მოვლენები არის ერთ-ერთი შავი ლაქა ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში და ეს დღეები ცხადყოფს იმ დანაშაულებრივ ბუნებას, რომლითაც გამოირჩეოდა მაშინდელი რეჟიმი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, მაშინდელი რეჟიმი გამოირჩეოდა სისასტიკით, ადამიანის ღირსებისა და უფლებების სრული უგულებელყოფით და როცა კონკრეტული უცხოელი ლიდერები მისტირიან ასეთ დანაშაულებრივ პოლიტიკურ პარტიას, ეს ძალიან მძიმედ მეტყველებს მათზე.

"ყველამ ვიცით, რომ "ნაციონალური მოძრაობა" არის დანაშაულებრივი პოლიტიკური ძალა, დანაშაულებრივი იყო მათი 9 წლიანი საქმიანობა, როცა იყვნენ ხელისუფლებაში და დანაშაულებრივია მათი საქმიანობა ოპოზიციაში. რაც შეეხება 7-8 ნოემბრის მოვლენებს, ეს არის ერთ-ერთი შავი ლაქა ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში და ეს დღეები ცხადყოფს იმ დანაშაულებრივ ბუნებას, რომლითაც გამოირჩეოდა მაშინდელი რეჟიმი. მათი ხელწერა იყო - სისასტიკე, ადამიანის ღირსებისა და უფლებების სრული უგულებელყოფა და დღეს, როდესაც კონკრეტული უცხოელი ლიდერები მისტირიან ასეთ დანაშაულებრივ პოლიტიკურ პარტიას, ეს, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმედ მეტყველებს ამ ლიდერებზე",- განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

დღის ამბები