23 ნოემბერი 2024,   19:48
ვრცლად
ირაკლი კობახიძემ თელავში სპორტის სასახლე დაათვალიერა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თელავში სპორტის სასახლე დაათვალიერა.

მულტიფუნქციური კომპლექსი აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს, მოიცავს დიდ და პატარა დარბაზს, რომლებიც 2000 მაყურებელზეა გათვლილი. შენობაში მოწყობილია გასახდელები და ადმინისტრაციული სივრცეები.

კომპლექსმა უკვე უმასპინძლა ჭაბუკთა შორის ევროპის თასს ძიუდოში. სპორტის სასახლეში ასევე შესაძლებელია სპორტის სხვადასხვა სახეობის, ევროპისა და მსოფლიოს ასაკობრივი ჩემპიონატების გამართვა.

პროექტისთვის 22 მილიონ ლარამდე გამოიყო. სამუშაოები კანადურმა კომპანია "ბეჰლენმა" შეასრულა. კომპლექსი, ამ ეტაპზე, შპს "სპორტმშენსერვისის" დაქვემდებარებაშია.

დღის ამბები