23 ნოემბერი 2024,   20:37
ვრცლად
პუტინმა ტრამპს პრეზიდენტად არჩევა საჯაროდ მიულოცა

ვლადიმერ პუტინმა დონალდ ტრამპს პრეზიდენტად არჩევა საჯაროდ მიულოცა. პუტინის თქმით, მზად არის ამერიკის არჩეულ პრეზიდენტთან დისკუსიისთვის.

"უკვე ვთქვი, რომ ჩვენ ვიმუშავებთ სახელმწიფოს ნებისმიერ მეთაურთან, რომელსაც ამერიკელი ხალხი ენდობა. ეს ნამდვილად ასე იქნება", - განაცხადა პუტინმა. აქვე აღნიშნა, რომ მისთვის სირცხვილი არ იქნება, ტრამპს თავად დაურეკოს.

საკითხთან დაკავშირებით, განცხადება გაკეთდა ამერიკის შეერთებულ შტატებშიც. დონალდ ტრამპმა, NBC-თან ინტერვიუში, თქვა, რომ გამარჯვების შემდეგ პუტინთან არ უსაუბრია, თუმცა ამისთვის მზად არის.

დღის ამბები