23 ნოემბერი 2024,   12:00
ვრცლად
"TikTok-მა ჩვენი შვილები იმსხვერპლა" - საფრანგეთში ოჯახები პლატფორმას სიცოცხლისთვის სახიფათო კონტენტის გავრცელებაში ადანაშაულებენ

სოციალური მედიის პლატფორმა TikTok-ს საფრანგეთში 7 ოჯახი უჩივის

გაერთიანებულ სარჩელში ისინი აცხადებენ, რომ TikTok-ზე განთავსებულმა მასალამ მათ შვილებს სერიოზული ზიანი მიაყენა. ადვოკატი ამტკიცებს, რომ ვიდეო პლატფორმის ალგორითმი ხელს უწყობს თვითდაზიანების, კვებითი აშლილობისა და თვითმკვლელობის შესახებ კონტენტის გავრცელებას.

BBC-ის ცნობით, TikTok-ი აცხადებს, რომ სამართლებრივი პროცესის დაწყების შესახებ ინფორმაცია არ მიუღიათ და ამტკიცებს, რომ მათი გაიდლაინები მსგავსი სახის კონტენტის პოპულარიზაციასა და გავრცელებას გამორიცხავს.

სარჩელის მონაწილე ოჯახებში დაფიქსირებულია სუიციდის შემთხვევები, სუიციდის მცდელობები და კვებითი აშლილობები. ერთ-ერთი გოგონა, რომლის ოჯახიც სარჩელის მონაწილეა, თვითმკვლელობით გარდაიცვალა. დანარჩენი ხუთი ახალგაზრდა ქალიდან ოთხმა სუიციდი სცადა, ხოლო ერთ-ერთ მათგანს კვებითი აშლილობა განუვითარდა.

დღის ამბები