23 ნოემბერი 2024,   19:59
ვრცლად
"ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, მიმდინარეობს ცესკოს სერვერებზე არსებული ბაზების ფალსიფიკაცია და ელექტრონულ აპარატებზე არსებული ინფორმაციის წაშლა" - ნათია მეზვრიშვილი

"გახარია საქართველოსთვის" სასამართლოს მიმართავს, უზრუნველყოს ცესკო-ს სერვერებსა და ელექტრონულ აპარატებში არსებული ინფორმაციის დაცვა, ასევე ამომრჩევლისთვის ხელმისაწვდომი გახადოს ხმის მიცემის შესახებ ინფორმაცია.

როგორც პარტიაში დღეს გამართულ ბრიფინგზე ითქვა, აქვთ ინფორმაცია, რომ მიმდინარეობს ცესკო-ს სერვერებზე არსებული ბაზების ფალსიფიკაცია და ელექტრონულ აპარატებზე არსებული ინფორმაციის წაშლა. 

"ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, მიმდინარეობს ცესკოს სერვერებზე არსებული ბაზების ფალსიფიკაცია და ელექტრონულ აპარატებზე არსებული ინფორმაციის წაშლა. ამისი დასტური გახლავთ ის აბსურდული პასუხი, რომელიც ცესკომ მოგვაწოდა. თითოეული დაგვიანებული დღე ქმნის უმნიშვნელოვანესი მტკიცებულების განადგურების რისკს, რაც მხოლოდ „ოცნების“ ინტერესებშია. ამიტომ, დღეს ჩვენ მივმართეთ სასამართლოს მოთხოვნით, უზრუნველყოს აღნიშნული ინფორმაციის დაცვა ყველგან, სადაც ის ინახება და აიძულოს ცესკო შეასრულოს ჩვენი მოთხოვნა", - აცხადებს პარტიის "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი.

დღის ამბები