23 ნოემბერი 2024,   19:40
ვრცლად
მარნეულში, საარჩევნო ყუთში ბიულეტენების ჩაყრის ფაქტზე დაკავებულებს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ

საარჩევნო ყუთში ბიულეტენების ჩაყრის ფაქტზე დაკავებულებს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ - აღკვეთის ღონისძიების შესახებ მარნეულის სასამართლომ ცოტა ხნის წინ იმსჯელა. ორი დაკავებულიდან ერთი, მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეა.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა სადახლოს 69-ე საარჩევნო უბანზე, კანონის დარღვევით, ყუთში საარჩევნო ბიულეტენები მოათავსეს. ამ ფაქტის გამო, უბანზე კენჭისყრა შეწყდა და შედეგები ბათილად გამოცხადდა.

გამოძიება მიმდინარეობს არჩევნებთან დაკავშირებული დოკუმენტების გაყალბების მუხლით, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულებს 2 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

დღის ამბები