12 დეკემბერი 2024,   01:14
ვრცლად
კიდევ ერთი ქართველი ტოპ ჩემპიონატში - ვახტანგ სალია ნიუკასლ იუნაიტედის ღირსებას დაიცავს

კიდევ ერთი ქართველი ტოპ ჩემპიონატში - ვახტანგ სალია ნიუკასლ იუნაიტედის ღირსებას დაიცავს. ინგლისის პრემიერლიგის გუნდმა ტრანსფერის შესახებ ოფიციალურად გამოაცხადა.

17 წლის ვახტანგ სალია თბილისის დინამოს ფეხბურთელია. მან მიმდინარე სეზონში 31 მატჩი ჩაატარა და 7 გოლის გატანა შეძლო. ამასთან ერთად სალიამ 2 საგოლე პასიც მიითვალა.

გიორგი მამარდაშვილის შემდეგ, ვახტანგ სალია. ევროპის საუკეთესო ჩემპიონატში მომავალ სეზონში ორი
ქართველი იასპარეზებს. ინგლისის პრემიერლიგაში სხვადასხვა დროს არაერთ ქართველ ფეხბურთელს უთამაშია. ნიუკასლის ღირსებას კი - თემურ ქეცბაია და ზურა ხიზანიშვილი იცავდნენ.

ვახტანგ სალია საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრებების წევრ იყო. 17 და 19 წლამდე ნაკრებებში კი თავის გამოჩენა ორჯერ შეძლო.

 

ავტორი: ლაშა ბერძენიშვილი. 

დღის ამბები