23 ნოემბერი 2024,   13:51
ვრცლად
ესპანეთში, მასშტაბური წყალდიდობის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 64-მდე გაიზარდა

ესპანეთში, ბოლო 30 წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური წყალდიდობის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 64-მდე გაიზარდა. ინფორმაციას reuters-ი ავრცელებს.

ესპანეთში კოკისპირული წვიმა და სეტყვა იყო, რამაც რამდენიმე რეგიონში წყალდიდობა გამოიწვია. ყველაზე დაზარალებული რეგიონი ვალენსიაა.

სტიქიის შედეგად ათობით ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. დაზიანებულია ინფრასტრუქტურა, საავტომობილო გზები და ათასობით სახლი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

ვალენსიის ოფიციალური პირების განცხადებით, სტიქიური კატასტროფის მასშტაბებიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე, დაღუპულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა შეუძლებელია.

ესპანეთში სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.

 

დღის ამბები