23 ნოემბერი 2024,   13:39
ვრცლად
თურქეთის რესპუბლიკა 101 წლის იუბილეს აღნიშნავს - ღონისძიებას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე, ელჩები ესწრებოდნენ

თურქეთის რესპუბლიკა 101 წლის იუბილეს აღნიშნავს. საზეიმო მიღებაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მეგობარ ქვეყანას ეროვნულ დღე მიულოცა და ორმხრივ ურთიერთობებზე ისაუბრა.

საიუბილეო ღონისძიებაზე სტუმრებს სიტყვით მიმართა საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩმაც. სტუმრებმა, ასევე, მოისმინეს პრეზიდენტ ერდოღანის მიმართვა. შესრულდა თურქეთისა და საქართველოს ჰიმნები.

ღონისძიებას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, ასევე, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

დღის ამბები