23 ნოემბერი 2024,   19:25
ვრცლად
"კანონით დადგენილი წესით, ე.წ. ქოლცენტრების საქმეში ფიგურანტი კონკრეტული პირების საბანკო ანგარიშებს ყადაღა დაედო" - ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური

"კანონით დადგენილი წესით, შესაბამისი შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლოს განჩინებით, ყადაღა დაედო ე.წ. ქოლცენტრების საქმეში ფიგურანტი კონკრეტული პირების საბანკო ანგარიშებს", - ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებაშია ნათქვამი.

უწყების განცხადებით, საქმესთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება.

"საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წარმოებაში არსებულ ე.წ. ქოლცენტრების საქმესთან დაკავშირებით, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, სამსახური განმარტავს, რომ კანონით დადგენილი წესით, შესაბამისი შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლოს განჩინებით, ყადაღა დაედო საქმეში ფიგურანტი კონკრეტული პირების საბანკო ანგარიშებს.

დღეის მდგომარეობით, გამოძიება გრძელდება და სამსახური საქმესთან დაკავშირებით პერიოდულად მიაწვდის საზოგადოებას ინფორმაციას გამოძიების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ", - აღნიშნულია განცხადებაში.

დღის ამბები