23 ნოემბერი 2024,   20:05
ვრცლად
ჯო ბაიდენი: “მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, ჩაატარონ გამჭვირვალე გამოძიება ყველა საარჩევნო დარღვევაზე და გააუქმონ ე.წ. “უცხოური გავლენის კანონი“

აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენი საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ ჩაატარონ გამჭვირვალე გამოძიება ყველა საარჩევნო დარღვევაზე და გააუქმონ ე.წ. “უცხოური გავლენის კანონი“

“ამერიკის შეერთებული შტატები დიდი ხანია მხარს უჭერს ქართველ ხალხს და სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და საქართველოს ევროატლანტიკურ სწრაფვას. აი ამიტომ მე ღრმად შეშფოთებული ვარ საქართველოს ბოლოდროინდელი დემოკრატიული უკუსვლით, მათ შორის, კანონმდებლობის მიღებით, რომელიც იმეორებს რუსეთის კანონებს, რომლებიც ზღუდავს ფუნდამენტურ თავისუფლებებს და ზღუდავს სივრცეს დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის.

სულ ახლახან, 26 ოქტომბერს, საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნებში დაფიქსირდა ადმინისტრაციული რესურსის, არაერთი დოკუმენტირებული ბოროტად გამოყენების ფაქტი, ასევე ამომრჩევლის დაშინებისა და იძულების ფაქტები. საქართველოს მოქალაქეებს უფლება აქვთ მშვიდობიანად გამოხატონ თავიანთი მოსაზრებები ამ არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით, რომელიც დამოუკიდებელმა საერთაშორისო და ადგილობრივმა დამკვირვებლებმა არ შეაფასეს, როგორც თავისუფალი და სამართლიანი.

მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გამჭვირვალედ გამოიძიონ ყველა საარჩევნო დარღვევა, გააუქმონ ისეთი კანონები, როგორიცაა ე.წ. “უცხოური გავლენის აქტი", რომელიც ზღუდავს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას. დაიწყოს დაუყოვნებელი, ინკლუზიური დიალოგი საქართველოში ყველა პოლიტიკურ ძალასთან არჩევნების სამართლიანობის აღსადგენასთან დაკავშირებით. მოვუწოდებთ ყველა მხარეს, მკაცრად პატივი სცენ კანონის უზენაესობას და ფუნდამენტურ თავისუფლებებს, რომლებიც რჩება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის საფუძვლად“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა.

დღის ამბები