დასავლეთის ფსევდო ღირებულებების მატარებელთა მთელი ჯგუფი საბჭოთა კავშირის მეთოდებით იბრძვის, მათი მთავარი მიზანი სიცრუის გავრცელება და კონკრეტული ორგანიზაციის იმიჯის დაზიანებაა, გამოძიება უნდა დაინტერესდეს, სალომე ზურაბიშვილის და ქართველი ოპოზიციონერების მიერ ცესკოს დისკრედიტაცია ხდება თუ არა, გარე ძალების დაკვეთით, - წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.
ექსპერტი ეხმიანება ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნების გაყალბების ბრალდებებზე გენერალური პროკურატურისთვის გამოძიების მოთხოვნით მიმართვას და ამას აუცილებელ ნაბიჯს უწოდებს.
მისი თქმით, არჩევნებში გაიმარჯვა ქართველმა ხალხმა, რომლის გადაწყვეტილების შეცვლის და შეურაცხყოფის უფლება არავის აქვს.
“ცესკოს მიერ პროკურატურისთვის მიმართვა არათუ მისაღები, არამედ აუცილებელი გადაწყვეტილებაა, როგორც მოგეხსენებათ ცესკოს შესახებ გავრცელებულ დეზინფორმაციაზე და მიზანმიმართულ თავდასხმებზე გამოძიების დაწყების მიზნით ცესკომ პროკურატურას მიმართა. სწორედ დასავლეთის მაღალი სტანდარტია, გადამოწმებული ინფორმაციის გავრცელება, რათა ერთის მხრივ მოსახლეობის შეცდომაში შეყვანა არ მოხდეს, მეორეს მხრივ კი დეზინფორმაციის გავრცელებამ კონკრეტული პიროვნების და სტრუქტურის ზიანი არ გამოიწვიოს, ამ დროს რას ვხედავთ საქართველოში? დასავლეთის ფსევდო ღირებულებების მატარებელთა მთელი ჯგუფი საბჭოთა კავშირის მეთოდებით იბრძვის, მათი მთავარი მიზანი სიცრუის გავრცელება და კონკრეტული ორგანიზაციის იმიჯის დაზიანებაა, გამოძიება უნდა დაინტერესდეს, სალომე ზურაბიშვილის და ქართველი ოპოზიციონერების მიერ ცესკოს დისკრედიტაცია ხდება თუ არა, გარე ძალების დაკვეთით.
ფაქტია, ცესკოს საარჩევნო პროცესი მაღალ დონეზე წარმართა, არჩევნების ტექნიკურ მხარდაჭერას და პროცესის აუდიტს ამერიკული ორი ლიდერი კომპანია ახორციელებდა, შესაბამისად თუ რაიმე სახის დარღვევა იყო, ეს აღნიშნული კომპანიების ანგარიშებში უნდა იყოს ასახული, აუდიტორულმა კომპანიამ განაცხადა, რომ დარღვევებს ადგილი არ ქონია, არჩევნებმა ფაქტობრივად სრულყოფილად ხარვეზების გარეშე ჩაიარა! არჩევნებში გაიმარჯვა ქართველმა ხალხმა, რომლის გადაწყვეტილების შეცვლის და შეურაცხყოფის უფლება არავის აქვს!“ - წერს დავით ჩიხელიძე.