დონალდ ტრამპი, აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნებში ვადამდელი ხმის მიცემის პროცედურას სოციალურ ქსელში ეხმაურება და საარჩევნო პროცესებში აღმოჩენილ დარღვევებზე საუბრობს.
ტრამპის თქმით, პენსილვანიის შტატში არჩევნების გაყალბების არაერთი მცდელობაა აღმოჩენილი, რაზეც სამართალდამცველებმა შესაბამისი რეაგირება უნდა მოახდინონ.
“ვაა! პენსილვანიის შტატში, იორკის ოლქში, ფოსტით გამოყენებით, უცხო პირებისგან ათასობით პოტენციურად თაღლითური ამომრჩევლის რეგისტრაციის ფორმები გაიგზავნა. ამასთან, ლანკასტერის ოლქში 2 600 თაღლითური ბიულეტენი და ფორმა აღმოაჩინეს, რომელიც ერთი და იგივე პირის მიერ არის დაწერილი. ძალიან ცუდი “რამეა“. რა ხდება პენსილვანიაში??? სამართალდამცავებმა სასწრაფოდ უნდა მოახდინონ რეაგირება და შეასრულონ საკუთარი ვალდებულებები!!! ვაუ!!!“. - წერს დონალდ ტრამპი.
ცნობისთვის, უკვე ერთი კვირაა აშშ-ში ვადამდელი ხმის მიცემის პროცედურა გაიხსნა, რაც ნაწილობრივ ამომრჩეველთა აქტივობის წახალისებას ემსახურება. აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 5 ნოემბერს არის ჩანიშნული.