23 ნოემბერი 2024,   14:10
ვრცლად
აშშ-ში, ტეხასის ნაციონალურ პარკში 24 წლის ტურისტი გარდაცვლილი იპოვეს

აშშ-ში, ტეხასის ნაციონალურ პარკში ტურისტი გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას abcnews-ი ავრცელებს.

პოლიციის ინფორმაციით, მათ აღმოაჩინეს, რომ ავტომობილი რამდენიმე დღის განმავლობაში პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე იყო გაჩერებული, რის შემდეგაც სამძებრო-სამაშველო ოპერაცია დაიწყეს.

ოფიციალური პირების ინფორმაციით, 24 წლის ტურისტის ცხედარი, Big Bend National Park-ის ტერიტორიაზე, ნაციონალური პარკის რეინჯერებისა და აშშ-ის სასაზღვრო პოლიციის ერთობლივი სამძებრო-სამაშველო ოპერაციის ფარგლებში იპოვეს.

პოლიციის ინფორმაციით, სამძებრო ოპერაცია ჰაერიდანაც ხორციელდებოდა. ტურისტის ცხედარი “მარუფოს“ ბილიკის მიმდებარედ აღმოაჩინეს.

დღის ამბები