23 ნოემბერი 2024,   20:13
ვრცლად
"მინდა, მივულოცო საქართველოს პრემიერ-მინისტრს არჩევნებში გამარჯვება - ვაკვირდები კამათს არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ, არავის გაუბედავს თქმა, რომ არჩევნები ან მისი შედეგები რაიმე სახით დემოკრატიული არ იყო" - ვიქტორ ორბანი

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი საქართველოში იმყოფება - უნგრეთის პრემიერმა ვიქტორ ორბანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი კობახიძესთან ერთობლივი ბრიფინგი გამართა და მას არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.

"მინდა, მივულოცო საქართველოს პრემიერ-მინისტრს არჩევნებში გამარჯვება. პრინციპში, მე ვაკვირდები იმ კამათს,რომელიც არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ ხდება, საერთაშორისო გამოხმაურებასაც ვეცნობი და შემიძლია ვთქვა, რომ არავის არ გაუბედავს იმის თქმა, რომ ეს არჩევნები ან მისი შედეგები რაიმე სახით არ ყოფილიყოს დემოკრატიული. იმ კრიტიკული აზრის გარდა, რაც გამოითქვა, ეს ასეა. ჩვენ უნგრელები ასევე ვაგზავნით ხოლმე არჩევნებში ჩვენს დამკვირვებლებს, საქართველოშიც ასე იყო, მე შევისწავლე ის ანგარიში, რომელიც უნგრელმა დამკვირვებლებმა წარმოადგინეს, ყველა ასპექტით იყო პოზიტიური, თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნების შესახებ იყო საუბარი," - განაცხადა ვიქტორ ორბანმა.

დღის ამბები