23 ნოემბერი 2024,   14:03
ვრცლად
"ახალი მავნებლობა გამოაგდეს - უმდაბიოესი და უმარტივესი ფეიკი და მანიპულაციაა, რადგან საქსტატი ითვლის ადგილზე ფაქტობრივად მცხოვრებ და არა იქ რეგისტრირებულ, სხვაგან მცხოვრებ მოქალაქეებს ან ემიგრანტებს" - მამუკა მდინარაძე

"ორი დღის თავგანწირული ძებნის შემდეგ, ახალი მავნებლობა გამოაგდეს სოცქსელებში: საქსტატის მონაცემებით კონკრეტულ დასახლებებში უფრო ნაკლები ხალხი ცხოვრობს, ვიდრე ხმების რაოდენობააო," - ამის შესახებ "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს.

"უმდაბიოესი და უმარტივესი ფეიკი და მანიპულაციაა, რადგან საქსტატი ითვლის ადგილზე ფაქტობრივად მცხოვრებ და არა იქ რეგისტრირებულ, სხვაგან მცხოვრებ მოქალაქეებს ან ემიგრანტებს!

და “ევროპული საცობები” რომ იყო ქალაქის გასასვლელში, ზოგი ფეიკფოტოებზე აღბეჭდილი და ზოგიც ნამდვილი, მანდ რა ხდებოდა?
თუ სანამ თავისი ხალხი ეგონათ, მხოლოდ მანამდე იყო მაღალი აქტივობა და ჩაწერის ადგილებზე დაბრუნებული ხალხი კარგი?
და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია:

ეს ადამიანები, ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, რატომ წვალობენ ამდენს? ერთადერთი მიზეზით, - ნაცმოძრაობა რომ ვერ დაბრუნდა ხელისუფლებაში! ამას დარდობენ და აპროტესტებენ, ამაზე შფოთავენ!

წინასწარ განწირულ აქციებს კი ერთი ძალიან კარგი მხარე ექნება: თუ აქციებში მონაწილეები სხვა დროს ამბობდნენ, რომ ნაცების აქციებზე კი არ დადიოდნენ, არამედ ხან “რუსულ კანონს”, ხან “ჩელიაბინსკში გაღვიძების საშიშროებას” აპროტესტებდნენ და ხან “პუტინს ებრძოდნენ” შუა რუსთაველზე, ახლა ვეღარ იტყვიან, ნაცების აქციაზე რა მიმიყვანსო…" - წერს მამუკა მდინარაძე.

დღის ამბები