არ შევალთო პარლამენტშიო, ნუ შემოვლენ, მე მათ მოვუწოდებ რომ ნუ შემოვლენ, არცერთი არ შემოვიდეს - ამის შესახებ "ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ, ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.
"კიდევ კარგი რომ ძალა ეყოთ ეუთო/ოდირის წარმომადგენლებს რომ არ დაექვემდებარებოდნენ მათ {ოპოზიციის} მიერ განხორციელებულ ზეწოლას და საბოლოო ჯამში მათ თქვეს, რომ ეს იყო კონკურენტული არჩევნები. არ შევალთო პარლამენტშიო, ნუ შემოვლენ, მე მათ მოვუწოდებ რომ ნუ შემოვლენ, არცერთი არ შემოვიდეს, სამუშაო გარემო მაინც იქნება და იმ საბოტაჟისგან ვიქნებით დაცულები, რასაც ისინი მთელი ამ წლების განმავლობაში ახორციელებენ,"- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.