მმართველმა პარტიამ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა აჭარაშიც, სადაც ამომრჩეველი საქართველოს პარლამენტის გარდა უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლებსაც ირჩევდა. უსკოს მონაცემებით, ამ შემთხვევაშიც გამარჯვება მმართველმა გუნდმა მოიპოვა.
ბოლო მონაცემებით, აქ "ქართული ოცნება" 56%-ზე მეტით ლიდერობს. საარჩევნო ბარიერი აქაც მხოლოდ 4-მა ოპოზიციურმა სუბიექტმა გადალახა. შესაბამისად, "ქართულ ოცნებას" უმაღლეს საბჭოში 12 მანდატი ექნება. 6 მანდატი კი 4 ოპოზიციურ პარტიაზე გადანაწილდება. დარჩენილ სამ გაუნაწილებელ მანდატს თანმიმდევრობით მიიღებენ უკეთესი შედეგის მქონე პოლიტიკური პარტიები.
"ბათუმის ყველა საარჩევნო უბანზე კენჭისყრის პროცესი დროულად დასრულდა და ასევე დროულად დასრულდა ხმის დათვლის პროცესები. გადაგზავნილია წინასწარი შედეგები, ასევე დასრულებულია ხელის დათვლის პროცესი.
შედეგები კი ამგვარად გამოიყურება, გეტყვით 5 პარტიას, რომლებმაც გადალახეს 5%-იანი ბარიერი:
"კოალიცია ცვლილებებისთვის, გვარამია, მელია, გირჩი, დროა" დააგროვა 11% ხმათა,
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" 12.5% დაახლოებით,
"ძლიერი საქართველო, ლელო ხალხისთვის, თავისუფლებისთვის" დაახლოებით 8%,
"გახარია საქართველოსთვის" დაახლოებით 11%,
"ქართული ოცნება" დაახლოებით 50%.
ძალიან მაღალი იყო გუშინ აქტივობა, უპრეცენდენტო იყო აქტივობა, ამომრჩეველთა 61%-ზე მეტი გამოცხადდა საარჩევნო უბნებზე", - აცხადებს #79 ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ზვიად სურმანიძე