23 ნოემბერი 2024,   14:15
ვრცლად
ხალხის პოზიციამ და მათმა სიმყარემ ისტორიის სწორ მხარეს დაგვაყენა - თორნიკე რიჟვაძე

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმდჯომარე თორნიკე რიჟვაძემ საზოგადოებას შედეგები მიულოცა, რიჟვაძის თქმით გაიმარჯვა საქართველოს ეკონომიკურმა განვითარებამ. 

"მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს ხალხს, საქართველოს მოქალაქეებს. მინდა მათ კიდევ ერთხელ დავპირდე, რომ ჩვენი გუნდი ყველაფერს გააკეთებს მათთვის. მათმა პოზიციამ და მათმა სიმყარემ ისტორიის სწორ მხარეს დაგვაყენა. ყველას ვულოცავ, დღევანდელმა დღემ ძალიან მშვიდად და წყნარად ჩაიარა, სწორედ ასე მშვიდად და წყნარად გააგრძელებს ჩვენი ქვეყანა წინსვლას. ხალხი კი უფრო მეტად იგრძნობს, წინსვლას, პროგრესს და განვითარებას,"- აცხადებს რიჟვაძე. 

დღის ამბები