საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ქართველმა ხალხმა ყველაფერი აწონა, შეაფასა, მიიღო გადაწყვეტილება და ხელისუფლების მანდატი "ქართულ ოცნებას" გადასცა.
შალვა პაპუაშვილმა სიტყვის გამოსვლის დროს, ქართველ ხალხს ნდობისთვის და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
"ყველას გილოცავთ ამ შედეგს. მძიმე 2,5 წელი გავიარეთ თქვენთან ერთად. 4 წელიწადში ერთხელ დგება მომენტი, როდესაც ხალხს აქვს ძალაუფლების მანდატი და იღებს გადაწყვეტილებას, ვის გადასცეს ეს მანდატი. დღეს ქართველმა ხალხმა თავისი სიტყვა თქვა. თქვა სიტყვა იმ განვლილ 4 წელთან დაკავშირებით, რომელიც ასე რთულად გამოგვატარა ზოგ-ზოგიერთმა. თქვა იმ 2,5 წელიწადთან დაკავშირებით, რომელიც ასე რთულად გამოგვატარა ზოგიერთმა. აწონა ყველაფერი, შეაფასა და მიიღო გადაწყვეტილება და გადასცა ხელისუფლების მანდატი "ქართულ ოცნებას". მადლობა ქართველ ხალხს, მადლობა თქვენ ყველას, ჩვენს მხარდამჭერებს ამ ნდობისთვის", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.