24 ნოემბერი 2024,   02:13
ვრცლად
მარნეულის მე-4 საარჩევნო უბანზე კონფლიქტი იყო - კომისიის ერთ-ერთი წევრი საავადმყოფოში გადაიყვანეს

მარნეულის მე-4 საარჩევნო უბანზე ხმაური იყო. არსებული ინფორმაციით, დამკვირვებელს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

დაშავებული კომისიის ერთ-ერთი წევრია, ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების ბრიგადა, რომელმაც ის საავადმყოფოში გადაიყვანა.

კომისიის წევრს ჩხუბის შედეგად დაზიანებები არ მიუღია, ის კონფლიქტის ფონზე გახდა შეუძლოდ. ექიმების განცხადებით, მას მაღალი წნევა და სუნთქვის პრობლემა ჰქონდა, რის გამოც საავადმყოფოში გადაიყვანა გახდა აუცილებელი.

უბანზე დაპირისპირება მარკირების პროცესში, სავარაუდო დარღვევის შემთხვევის გამო დაიწყო. "საიას" წარმომადგენლის განცხადებით, ადგილი ჰქონდა მარკირების პროცესში დარღვევას. საპირისპიროს ამტკიცებს უბნის თავმჯდომარე და კომისიის სხვა წევრები.

დღის ამბები