23 ნოემბერი 2024,   14:07
ვრცლად
საარჩევნო პროცესი, პარტიების დღის წესრიგი და პოლიტიკური გარემო - საერთაშორისო დამკვირვებლები არჩევნებამდე 1 დღით ადრე, საარჩევნო სუბიექტებს, დახურულ კარს მიღმა შეხვდნენ

ეუთოს, ევროპის საბჭოსა და ნატოს საპარლამენტო ასამბლეის მისიები, ასევე ევროპარლამენტის წარმომადგენლები - საერთაშორისო დამკვირვებლები არჩევნებამდე 1 დღით ადრე, საარჩევნო სუბიექტებს, პირისპირ, დახურულ კარს მიღმა შეხვდნენ. 2024 წლის არჩევნების შემფასებლები, დღეს პირველს, პრემიერ-მინისტრს გაესაუბრნენ. 1 საათიანი შეხვედრის შემდეგ, ირაკლი კობახიძეს, მედიასთან განცხადება არ გაუკეთებია. ის მოკლე კომენტარით შემოიფარგლა და შეხვედრას პოზიტიური უწოდა..

პირადობის მოწმობების უკანონოდ ჩამორთმევასა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე აქამდე აქტიურად საუბრობდა ოპოზიცია, თუმცა ეს კონკრეტული საკითხები მათ დღეს აღარ უხსენებიათ. შეხვედრის დასრულების შემდეგ, ხელისუფლების ოპონენტებმა თქვეს, რომ საერთაშორისო მისიებს ძალადობასა და დაშინებაზე ესაუბრნენ.

საერთაშორისო დამკვირვებლებს კითხვები ორივე მხარესთან ჰქონდათ. "ქართული ოცნების" წარმომადგენლები ამბობენ, რომ მათ მისიებს ინფორმაცია მიაწოდეს, როგორც ზოგადად საარჩევნო გარემოსა და პარტიების დღის წესრიგზე, ისე მათი მხრიდან გამოვლენილ კონკრეტულ დარღვევებზე.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ორგანიზებულ შეხვედრაზე იმყოფებოდნენ ცესკოს თავმჯდომარე და ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელიც, თუმცა მათ კომენტარი არ გაუკეთებიათ, ისევე როგორც თავად საერთაშორისო დამკვირვებლებს.

 

დღის ამბები