აშშ-ში, ქალაქ კოლორადო-სფრინგსში, სამგზავრო ავტობუსი ავარიისგან მგზავრმა იხსნა, - ამის შესახებ BBC წერს.
ტრანსპორტში სულ ორი მგზავრი იყო, რა დროსაც ერთ-ერთმა შენიშნა, რომ მძღოლი შეუძლოდ გახდა. მეორე მგზავრმა, დროული რეაგირების შედეგად, ავტობუსის უსაფრთხოდ გაჩერება შეძლო.
სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მცდელობის მიუხედავად, მძღოლი გარდაიცვალა.