23 ნოემბერი 2024,   13:57
ვრცლად
საკრუიზო გემის მე-14 სართულიდან 66 წლის ქალი გადავარდა - აშშ-ის სანაპირო დაცვამ მისი პოვნა ვერ შეძლო

აშშ-ის სანაპირო დაცვის ინფორმაციით, ბაჰამის კუნძულებთან ახლოს, 66 წლის ქალი საკრუიზო ლაინერ Royal Caribbean-ის მე-14 სართულიდან გადავარდა. არსებული ინფორმაციით, ქალი ბორტიდან გადახტა. ამის შესახებ cbsnews-ის იტყობინება.

ასაკოვანი ქალის სამძებრო-სამაშველო ოპერაციაში აშშ-ის სანაპირო დაცვა და ბაჰამის თავდაცვის ძალები ოპერატიულად ჩაერთნენ, თუმცა მისი პოვნა მაინც ვერ შეძლეს და სამძებრო ოპერაცია შეწყდა. დაკარგული ქალის ვინაობა ამ დრომდე არ საჯაროვდება.

Marvelous Mouse Travels-ის მიერ ტეილორ სვიფტის თემაზე ორგანიზებული კრუიზი, მაიამის პორტიდან ბაჰამის კუნძულებისკენ ორშაბათს გაემგზავრა, რომელზეც 400 მგზავრი იმყოფებოდა. მგზავრების განმარტებით, გემზე შესანიშნავ დროს ატარებდნენ, სანამ ქალის ბორტიდან გადავარდნის ამბავი არ გავრცელდა.

დღის ამბები