23 ნოემბერი 2024,   13:59
ვრცლად
პრეზიდენტის წარმომადგენელი, მეორე მიმართვის მიუხედავად, იუსტიციის სამინისტროში არ მისულა

მეორე მიმართვის მიუხედავად, პრეზიდენტის წარმომადგენელი იუსტიციის სამინისტროში არ მისულა. სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციასთან უწყებათაშორის კომისიას კითხვები ჰქონდა გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვით ორბელიანების სასახლეში არჩევნების დღეს შტაბი ეწყობა.

სხდომა ცოტა ხნის წინ დასრულდა. კომისიის პასუხისმგებლობა არჩევნებამდე საჯარო მოსამსახურეების მიერ საარჩევნო დარღვევის პრევენცია და რეაგირებაა.

"არაერთხელ დავაფიქსირე საერთაშორისო დამკვირვებლებთან, რომლებიც ესწრებიან კომისიის სხდომებს, რომ სამწუხაროდ, არცერთხელ, კომისიის სხდომას არ დასწრებია არცერთი იმ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი, რომელსაც ამომრჩეველი იხილავს საარჩევნო ბიულეტენზე. ასევე, საგანგებოდ მინდა გამოვეხმაურო იმ საკითხს, რომ ქალბატონი პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი უკვე მიუხედავად მეორე მოწოდებისა, მაინც არ გამოცხადდა კომისიაზე. ეს ყველაფერი ნათლად მიუთითებს იმ დამოკიდებულებაზე, რომელიც აქვს ქალბატონ პრეზიდენტს ზოგადად არჩევნებთან დაკავშირებით. ნამდვილად არ არის დაინტერესებული საარჩევნო კანონმდებლობის ზედმიწევნით დაცვით. კომისია ძალიან დიდი ყურადღებით დააკვირდება არჩევნების დღეს პრეზიდენტის და პრეზიდენტის ადმინისტრაციის ქმედებას და შემდგომში აუცილებლად იქნება შესაბამისი რეაგირება," - აცხადებს რატი ბრეგაძე.

დღის ამბები