23 ნოემბერი 2024,   14:13
ვრცლად
"ნებისმიერი მცდელობა, რომ არეულობა შემოიტანონ ქვეყანაში, იქნება სათანადოდ რეაგირების ქვეშ და ვერანაირი წარმატება ასეთ მცდელობებს ვერ ექნება" - ირაკლი კობახიძე

ნებისმიერი მცდელობა, რომ არეულობა შემოიტანონ ქვეყანაში, იქნება სათანადოდ რეაგირების ქვეშ და ვერანაირი წარმატება ასეთ მცდელობებს ვერ ექნება - "ღამის კურიერის" ეთერში პრემიერ-მინისტრმა არჩევნების მეორე დღეზე ისაუბრა.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, არეულობის შემოტანის მცდელობები იქნება, თუმცა სახელმწიფო და სამართლებრივი უწყებები მოწოდების სიმაღლეზე დგანან და ნებისმიერ მცდელობას კანონიერად აღკვეთენ.

"ექნებოდა, რა თქმა უნდა, რადიკალურ ოპოზიციას მცდელობა [27 ოქტომბერს], რომ რაღაც არეულობა შემოიტანონ პროცესებში, მაგრამ ამის რესურსი მთლიანად ამოწურეს. მათ შორის, რასაც ჩვენ ვამბობდით თავის დროზე, რაც მოხდა მარტში, აპრილში, მაისში, ისინი ცდილობდნენ დაეგროვებინათ რევოლუციური რესურსი სწორედ ოქტომბერ-ნოემბერ-დეკემბრისთვის, თუმცა მათ მოუწიათ ამ რესურსის მთლიანად განიავება მარტში, აპრილში და მაისში. შესაბამისად, ახლა მათ უკვე არავითარი რესურსი არა აქვთ, რომ რამენაირად არიონ ეს ქვეყანა.

რა თქმა უნდა, გაუჭირდებათ შეეგუონ არჩევნების შედეგებს, მაგრამ საბოლოო ჯამში მოუწევთ ამასთან შეგუება. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ქვეყნის არევის არავითარი რესურსი მათ არა აქვთ.

თქვენ ხედავთ, რომ სახელმწიფო დგას მოწოდების სიმაღლეზე, სამართალდამცავი უწყებები დგას ძალიან მყარად და ბოლომდე აღასრულებს კანონს და იცავს კანონს ამ ქვეყანაში. შესაბამისად, ნებისმიერი მცდელობა, რომ არეულობა შემოიტანონ ქვეყანაში, იქნება სათანადოდ რეაგირების ქვეშ და ვერანაირი წარმატება ასეთ მცდელობებს ვერ ექნება", - აცხადებს პრემიერ-მინისტრი. 

დღის ამბები