"ვერავინ უბრძანებს ქართველ ხალხს თუ ვინ უნდა იყოს ხელისუფლებაში", - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ქართველ ხალხს ვერავინ უბრძანებს აირჩიოს თუ ვის ანდობს ქვეყანას მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ოპოზიციას დღეს რეიტინგი არ გააჩნია და პოზიციების გამყარებას იმ განცხადებებით ცდილობენ, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში უცხოეთიდან ისმის.
"ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი და ხელისუფლების წყარო არის ქართველი ხალხი და არავინ სხვა. ვერავინ უბრძანებს ქართველ ხალხს თუ ვინ უნდა იყოს ხელისუფლებაში. თავად ხალხი გადაწყვეტს ამას, ხალხი მიიღებს გადაწყვეტილებას, ვის ანდოს ქვეყანა მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში. რა თქმა უნდა, მათი ეს განცხადებაც მიუთითებდა იმაზე, რომ ესენი ცრუობენ, არაფერი დარჩენიათ, ხალხის მხარდაჭერა არ აქვთ, ნულია მათი მხარდაჭერა და ხალხი მათ ყველას ერთად მიუჩენს შესაბამის ადგილს. ერთადერთი, რაც დარჩენიათ, არის მცდელობა, რომ გარედან იმ განცხადებებით, რასაც ბოლო დღეების განმავლობაში ვისმენთ, ცდილობენ ამით პოზიციები გაიმყარონ, ხომ იცით - წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდა, ასეა მათი დღევანდელი საქმე და მოცემულობა", - განაცხადა კახა კალაძემ.