23 ნოემბერი 2024,   13:46
ვრცლად
გია აბაშიძე: "გულწრფელი წამოცდენაა ნინო ლომჯარიასგან, ლომჯარიასნაირი ანგარებიანი მონა-მოქალაქეები სხვებზე მანიპულირებენ და ცრუ მოლოდინებს უქმნიან მიმდევრებს"

ანალიტიკოსი გია აბაშიძე ოპოზიციის გამართულ მარშზე ნინო ლომჯარიას იმ განცხადებას ეხმიანება, რომელიც მოქალაქეებს აქციაზე იწვევს და წამოცდენით სიტყვა -“მონას” ამბობს.

"გულწრფელი წამოცდენაა ნინო ლომჯარიასგან, რაც ახასიათებთ "ნაცბაბლის" ტრაგიკომიკურ სპიკერებს. ლომჯარიასნაირი ანგარებიანი მონა-მოქალაქეები კი სხვებზე მანიპულირებენ და ცრუ მოლოდინებს უქმნიან მიმდევრებს. 26 ოქტომბრის სამართლიან საზოგადოებრივ ვერდიქტამდე რამდენიმე დღე დარჩა", - წერს გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

დღის ამბები