23 ნოემბერი 2024,   14:05
ვრცლად
სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ პაველ ჰერჩინსკი მის ქარტიას უჭერს მხარს

სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ პაველ ჰერჩინსკი მის ქარტიას უჭერს მხარს.

საუბარია ქარტიაზე, რომელიც ტექნიკურ მთავრობას და ვადამდელ არჩევნებს ითვალისწინებს.

"დღეს, მე შევხვდი ევროკავშირის ელჩს, რომელმაც გამიმეორა არა მხოლოდ მხარდაჭერა ამ გზის, ამ ქარტიის და სამოქმედო გეგმის, არამედ გამიმეორა ის, რომ როგორც კი დაინახავენ საქართველოს მოსახლეობამ გამოთქვა არჩევნებში თავისი მშვიდი, მაგრამ ურყევი ნება დაუბრუნდეს ევროპას, მაშინვე ამოქმედდება ყველაფერი ის, რაც საჭიროა, რომ ძალიან სწრაფად დაგვაბრუნონ იმ გზაზე, ძალიან სწრაფად აღადგინონ თუნდაც ის დახმარებები, რომელიც დღეს არის გაყინული, მაგრამ ისიც დამიდასტურა, რომ ყველაფერი არის მზად იმისთვის, რომ დაუყოვნებლივ მოხდეს ყველაფრის აღდგენა, რათა საქართველომ როგორც ქვეყანამ არაფერი დაკარგოს ამ პერიოდში“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

 

დღის ამბები