არჩევნებამდე 1 კვირით ადრე, კოალიცია "ძლიერ საქართველოს" ორი წევრი გამოაკლდა. სულხან კოჩალიძე და მერაბ ქურიძე აჭარის უმაღლესი საბჭოს კანდიდატთა სიის 21-ე და 25-ე ნომრები იყვნენ. წასვლის გადაწყვეტილება საზოგადოებას სოციალური ქსელით ამცნეს და დაწერეს, რომ პოლიტიკური გაერთიანება არ არის დამოუკიდებელი, თავად მამუკა ხაზარაძე კი მხოლოდ საკუთარი ინტერესების დაცვით მოქმედებს და პოლიტიკაში პირადი
სარგებლის მიხედვის მიზნით მივიდა.
თანაგუნდელების დაკარგვიდან რამდენიმე საათში, მომხდარის ახსნა საკუთარ თავზე კოალიცია "ძლიერი საქართველოს" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა აიღო. დღის ბოლოს გამართულ ბრიფინგზე, დავით გამყრელიძემ თქვა, რომ კოჩალიძისა და ქურიძის მსგავსი თანაგუნდელების დაკარგვა პარტიას არ დააზიანებს. იქამდე, "ლელოს" ლიდერებმა თანაგუნდელები ვერც კი გაიხსენეს.
"ქართული ოცნებისთვის" კოალიცია ძლიერი საქართველოს არგუმენტები აბსურდულია. მმართველი გუნდის ლიდერებმა დღეს პარიზის საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილება გაიხსენეს და თქვეს, რომ კოალიცია "ძლიერი საქართველო" ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებს.
ბოლო 24 საათში, კოალიცია "ძლიერ საქართველოს" აჭარის უმაღლესი საბჭოს 26 კაციანი სიიდან 2 კანდიდატი უკვე გამოაკლდა.
ავტორი: ნანა გოგატაძე