23 ნოემბერი 2024,   14:02
ვრცლად
"მედიასაშუალებაც არ შემიძლია ვუწოდო ტელეარხს, რომელიც პირდაპირ პარტიული საინფორმაციო რუპორია - გამაოგნებელ ფაქტებთან არის დაკავშირებული ის განცხადება, რომელიც თქვენს ხელში აღმოჩნდა და რომელზეც "მთავარის" დირექტორი საუბრობს" - ნინო წილოსანი

მედიასაშუალებაც არ შემიძლია ვუწოდო ამ ტელეარხს იმიტომ, რომ არის პირდაპირ პარტიული საინფორმაციო რუპორი და გამაოგნებელ ფაქტებთან არის დაკავშირებული ის განცხადება, რომელიც თქვენს ხელში აღმოჩნდა და რომელზეც "მთავარის" დირექტორი საუბრობს - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი "დღის კურიერის" ეთერში აცხადებს. 

საუბარია დოკუმენტებზე, რომელიც "კურიერს" ხელში ჩაუვარდა და რომლებიც "მთავარ არხს" და მის ფინანსებს უკავშირდება. 

"როგორი ცინიკური არის ეს განცხადება ნიკა გვარამიასი, როდესაც ის და მისი ყველა პარტნიორი თუ კოლეგა აქტიურად არის ჩართული ტელეკომპანია "მთავარის" მართვაში და მთლიანად ამ პოლიტიკურ პროცესებში. მედიასაშუალებაც არ შემიძლია ვუწოდო ამ ტელეარხს იმიტომ, რომ არის პირდაპირ პარტიული საინფორმაციო რუპორი და გამაოგნებელ ფაქტებთან არის დაკავშირებული ის განცხადება, რომელიც თქვენს ხელში აღმოჩნდა და რომელზეც "მთავარის" დირექტორი საუბრობს.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ დიდი ხანია და მათ შორის გამჭვირვალობის კანონით, გვინდა, რომ მაქსიმალურად ღია და გამჭვირვალე გავხადოთ მედია სივრცის დაფინანსება და მიზნობრიობა, რომელსაც ეს მედია საშუალებები ემსახურებიან და ქართული საზოგადოებისთვის ეს იყოს მაქსიმალურად ცნობილი.

თუმცა, ამ ყველაფრის მიღმა ზუსტად ვიცოდით, რომ რაღაცა პირადი პოლიტიკური ინტერესების ფარგლებში მუშაობდა ეს ტელეარხი, ახლა რომ გამაოგნებელი ინფორმაცია არის გასაჯაროებული, რა თქმა უნდა, მე არ მაქვს უფლება, რომ ეს დადასტურებულად ვაღიარო, თუმცა ის, რაზეც ამ დოკუმენტში არის საუბარი - მილიონობით შეტანილი, უკანონო თუ გაუგებარი, გაურკვეველი თანხები, რომლებიც ამ მედია საშუალების ბუღალტერიაში მოძრაობს და შემდგომ გადარიცხული, მათ შორის უცხოეთში გადარიცხული თანხები, რა თქმა უნდა, იწვევს კითხვის ნიშნებს.

იმედი მაქვს თავად "მთავარის" დირექტორის ამ განცხადებას და წერილს, რომლითაც მან ეროვნულ ბანკს და, თუ არ ვცდები, "თი-ბი-სი" ბანკს მიმართა, კონკრეტული გავრცელება და განვრცობა ექნება და რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია გახდება ცნობილი ჩვენი საზოგადოებისთვის იმიტომ, რომ ერთია, რომ ეს მედია საშუალება პირდაპირ ემსახურება კრეფსითი "ნაციონალური მოძრაობის" მიზნებს, მათივე დაფუძნებულია და პირდაპირ დეკლარირებულად პარტიული ტელევიზიაა, თუმცა მეორე არის - მათ შორის რა თაღლითური თუ უკანონო ფინანსური სქემები მუშაობს აქ და ამაზე კითხვის ნიშნები ყველას გვიჩნდება იმ განცხადების ფონზე, რომელიც კეთდება "მთავარის" დირექტორის მხრიდან," - აცხადებს ნინო წილოსანი.

დღის ამბები