23 ნოემბერი 2024,   14:14
ვრცლად
პარტია “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრები თელავის მუნიციპალიტეტში გრძელდება

“ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის დელეგატი ირაკლი ქადაგიშვილი, თელავის მუნიციპალიტეტში სოფლების: შალაურისა და წინანდლის მოსახლეობას შეხვდა.

მოქალაქეებთან შეხვედრისას, დელეგატმა ისაუბრა პროექტებზე, რომლებიც ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების პირობების გაუმჯობესებისთვის განხორციელდა. ასევე, დელეგატმა ისაუბრა 26 ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობაზე, მოსახლეობის ჩართულობის აუცილებლობაზე. “ქართული ოცნების“ გუნდის სამომავლო გეგმები გააცნო ამომრჩეველს ირაკლი ქადაგიშვილმა.

დღის ამბები