“აფრენამდე დარჩა 5 წუთი“ - ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში ჟურნალისტიკისა და კომუნიკაციების სპეციალისტის თეიკო ანჯაფარიძის სადებიუტო წიგნის პრეზენტაცია გაიმართა.
მოთხრობების კრებული 12 შეხვედრისა და განშორების ისტორიას აერთიანებს. მოვლენების განვითარების უცვლელი ადგილი აეროპორტია.
წიგნი კულტურის სამინისტროს ხელშეწყობით გამოიცა.