23 ნოემბერი 2024,   14:15
ვრცლად
“ის არის გადაქცეული ჩვეულებრივ რადიკალ ოპოზიციონერად, რომელიც არღვევს კონსტიტუციას და პრეზიდენტის სასახლეს აქცევს ოპოზიციური რადიკალების თავშეყრის შტაბად“ - დავით მათიკაშვილი

პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების“ წევრი, დავით მათიკაშვილი პრეზიდენტის ინიციატივას ეხმაურება, რომლის თანახმადაც, 26 ოქტომბერს, არჩევნების დღეს ორბელიანების სასახლეში მოეწყოს საკოორდინაციო შტაბი.

დავით მათიკაშვილი ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილი არღვევს კონსტიტუციას.

“სალომე ზურაბიშვილის სამარცხვინო საქციელი, მას პრეზიდენტობიდან არაფერი დარჩენია, იმ სტატუსიდან რომელიც მას გააჩნდა. ის არის გადაქცეული ჩვეულებრივ რადიკალ ოპოზიციონერად, რომელიც არღვევს კონსტიტუციას, არღვევს კანონს და პრეზიდენტის სასახლეს აქცევს ოპოზიციური რადიკალების თავშეყრის შტაბად. ეს არის კიდევ ერთი მკაფიო მიზეზი, რომ მის მიმართ აუცილებლად განხორციელდეს იმპიჩმენტის პროცესი,“ - აცხადებს დავით მათიკაშვილი.

დღის ამბები